ეპატაჟური და სკანდალური – მსგავსი ეპითეპებით, მომღერალსა და მწერალს, ერეკლე დეისაძეს ხშირად მოიხსენიებენ. თავად ერეკლეს ცხოვრებიდან გამომდინარე, ის თავს მხოლოდ ხელოვნებას უძღვნის. შემოქმედებითი კუთხითაც სიახლეები აქვს: ის თეატრალურ დადგმაში “გათვლა“ იღებს მონაწილეობას, სადაც რომანის ავტორი, თამთა მელაშვილი, ხოლო დამდგმელი რეჟისორი, გურამ მაცხონაშვილი გახლავთ.
სპექტაკლი ერეკლე დეისაძის სიმღერების ფონზე ჩაივლის, სპეციალურად ამ პროექტისთვის მან რამდენიმე ახალი კომპოზიციაც შექმნა, რაც შეეხება ძველ რეპერტუარს, სპექტაკლზე მისული მაყურებელი, მომღერლის ნამუშევრებს “ზამთარი” და “მზად ვარ“ მოისმენს.