27.8 C
Tbilisi
Sunday, June 4, 2023

რომელ ტელევიზიაში წავიდნენ ინგა გრიგოლია და მისი გუნდი?!

მას შემდეგ რაც ქართულ ტელესივრცეში პოლიტიკური თოქშოუები ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა საზოგადოებას და მედიას აინტერესებს თუ რა ბედი ეწევათ მათ წამყვანებს. განსაკუთრებულ ყურადღებას კი ინგა გრიგოლია იმსახურებს და სოციალურ ქსელებში უკვე ფსონებსაც კი დებენ იმასთან დაკავშირებით თუ რომელ ტელევიზიაში გადაინაცვლებს სკანდალური ტელეწამყვანი.

როგორც Music Box-ისთვის გახდა ცნობილი გრიგოლიას გუნდის წევრები, პროდიუსერები – სოფო ხუციშვილი და ვახო ხუზმიაშვილი, ტელეკომპანია “იბერიაში” გამოჩნდებიან. ცნობილია ისიც, რომ არხი ეთერში 21 სექტემბერს გავა.

რაც შეეხება ინგა გრიგოლიას – ხუციშვილი და ხუზმიაშვილი არ ადასტურებენ ტელეწამყვანის “იბერიაში” გადასვლას, თუმცა არც ისაა გამორიცხული ინგა კვლავ ტელევიზიაში ვიხილოთ და ამ უკანასკნელის სახელი სწორედ “იბერია” იყოს…

Latest Posts

ბოლო სიახლეები