ქარიზმატული, ენერგიული და გამორჩეული ვოკალი, ეს სტივენ ტაილერია, თავის ლეგენდარულ ჯგუფ „აეროსმიტთან“ ერთად, რომელმაც საქართველო, სულ ცოტა ხნის წინ დატოვა და დატვირთული ემოცებით ტურნე გააგრძელა. crazy, cryin, come together, miss a thing და კიდევ რომელი ერთი ცნობილი ჰიტი ჩამოვთვალოთ, რომელთა მოსმენის პატივი ცოცხლად ქართველ მსმენელსაც შეეძლო. წლევანდელი სეზონის გახსნა Black sea arena-ზე ამერიკულ როკ-ჯგუფ “აეროსმიტს” ხვდა წილად. კონცერტის დაწყებამდე ჯგუფის წევრები სასტუმრო “შერატონში“ დაბინავდნენ, სადაც მათ გულშემატკივრები და ჟურნალისტები დახვნდენ. „აეროსმიტი“ ქართველი მსმენელის წინაშე 2017 წლის გრანდიოზული ევროტურის “Aero-Vederci Baby!” ფარგლებში წარსდგა.