როგორი სიურპრიზი მოუწყო უცხოელ მეუღლეს სალომე კორკოტაშვილმა

0
650

სალომე კორკოტაშვილი ჟურნალ „გზასთან“ საუბრობს და პასუხობს ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა რომანტიკული და ვნებიანი ადამიანი.

სალომე მეორედ არის გათხოვილი და უცხოელ მეუღლესთან უკვე ექვსი წელია, ცხოვრობს. პირველი ქორწინებიდან კი ბიჭი, ზუკა ჰყავს.

სალიო:

„უზომოდ რომანტიკული ვარ. ძალიან მიყვარს სიურპრიზების მოწყობა. ჩემი მეუღლისთვის ისეთი სიურპრიზები მომიწყვია, თავადაც შოკირებული დარჩენილა.

ერთ ამბავს გავიხსენებ:

მისი დაბადების დღე იყო. მრავალსართულიანი შენობის ბოლო სართულზე ავიყვანე, ვითომ იქ რაღაც ხდებოდა. მეგობრებს წინასწარ მივატანინე მაგიდა. ავიყვანე მუსიკოსები, მეგობრები მიმტანებად ავამუშავე… ძალიან ლამაზი, რომანტიკული ვახშამი გამოგვივიდა. უცხო ქვეყანაში მოულოდნელად არაერთხელ გავფრენილვართ. რომანტიკა ჩემი ცხოვრების წესია, ურთიერთობას სინათლე და სითბო ემატება“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here