როგორი კლიპით წარსდგება ევროპელი მსმენელის წინაშე თაკო გაჩეჩილაძე? (ვიდეო)

0
2012

საქართველოს ევროვიზიაზე წელს თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს. როგორც იქნა თაკოს კლიპზე მუშაობა დასრულდა და გუშინ “ცე სტუდიაში“ კლიპის პრეზენტაცია შედგა. სიმღერა Keep The Faith ანრი ჯოხაძემ დაწერა, ხოლო ტექსტზე თავად თაკო გაჩეჩილაძემ იმუშავა.

თაკო გაჩეჩილაძის კლიპზე საზოგადოებრივი მაუწყებელის გუნდმა იმუშავა, კლიპისთვის სულ 25 ტიპაჟი შეირჩა, რომელიც შემოქმედებითმა ჯგუფმა, გიორგი ჩიკვაიძის და ანა კალანდაძის მეშვეობით შეარჩია.

როგორც პროდუსერმა თემო კვირკველიამ განაცხადა, კლიპში აქცენტი ტიპაჟებზე გაკეთდა, რადგან სათქმელს სიმღერა ამბობს. შესაბამისად კლიპში სიუჟეტური ხაზი გამოყენებული არ არის.

რაც შეეხება სასცენო ქორეოგრაფიას, “ევროვიზიაზე“ თაკო გაჩეჩილაძის სიმღერის სასცენო ქორეოგრაფიაზე ჟან ბატისტი იზრუნებს, ბექებში კი 5 მომღერალი იმღერებს, რომელთაგან 3 “საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსანტი იყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here