როგორ უნდა მოიგოთ ორკაციანი საგზური ანტალიაში მუსიკალურ ივენთზე დასწრებით

0
1302

„Kvartali“ და „Coraltravel“ საინტერესო გათამაშებას გვთავაზობენ. 21 აპრილს, იპოდრომზე ორკაციანი საგზური გათამაშდება ანტალიის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში. წესები ძალიან მარტივია – ვინც „კვარტალის“ მიერ ორგანიზებული მუსიკალური ივენთის ბილეთს შეიძენს, ავტომატურად გახდება ამ კონკურსის მონაწილე.

რაც შეეხება თავად ღონისძიებას, ის, როგორც უკვე მოგახსენეთ, 21 აპრილს, იპოდრომზე გაიმართება. დაუკრავენ ტექნომუსიკის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ესპანელი არტისტი პაკო ოსუნა, ირლანდიელი მატადორი და სიახლეების სიყვარულით სახელგანთქმული ფრანგი, როდრიგეს ჯუნიორი. უცხოელი არტისტების გამოსვლამდე სცენას დაიკავებს ქართველი დიჯეი, გიო შენგელია.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე eventer.com. ფიზიკურად კი ბილეთები ხელმისაწვდომია აბაშიძის 80-ში მდებარე ბარში, wake up. ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებს ასევე კარზეც შეიძენთ, ივენთის დღეს.

საგზურის გათამაშებას უზრუნველჰყოფს კომპანია Coraltravel, ის გახლავთ „ოტი ჰოლდინგის“ წევრი, რომელსაც, თავის მხრივ, ტუროპერატორობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს და საკუთარ პროდუქტს 28 ქვეყანაში ქმნის. Coraltravel უკვე მეოთხე წელია, საქართველოში მოაღვაწეობს და ჩვენი ქვეყნიდან სეზონის მიხედვით აქვს შემდეგი მიმართულებები: თურქეთი, საბერძნეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, შრი ლანკა, ინდოეთი და იორდანია.

როგორც Coraltravel-ის წარმომადგენლები განმარტავენ, მათი KVARTALI-სთან თანამშრომლობის მიზანი ახალგაზრდა და ენერგიული აუდიტორიისთვის თავის გაცნობაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here