“როგორ შეიძლება, გიყვარდეს ისიც კი, ვისაც არ უხარიხარ” – ჯანო იზორია ლიზა ყენიას სტატუსს ეხმაურება

0
62

ლიზა ყენიას სტატუსს, სადაც წერდა, რომ სტანისლავ ბონდარენკოს არ უნდა მოეგო ”ცეკვავენ ვარსკვლავები” და გამარჯვება ყველაზე მეტად ჯანო იზორიას სჭირდებოდა, სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

“იცით ჩემი მაესტრო პროფესიასთან ერთად გვასწავლიდა, როგორ არ შეიძლება წარმატებამ არ გაგახელოს, ამის მაგალითი თავად ბატონი რეზო ჩხეიძე იყო, კაცი რომელმაც გენიალური ფილმი “ჯარისკაცის მამა“ შექმნა. ის იყო ჩემთვის მაგალითი, როგორ შეიძლება, გიყვარდეს ისიც კი, ვისაც არ უხარიხარ. თუმცა ამის სწავლა შეუძლებელია, ისევე როგორც სიძულვილის. ეს ადამიანში დაბადებიდან იკვეთება, მაგრამ სიკეთეზე და სიყვარულზე მეტი არაფერი შეუქმნია ღმერთს.

მოდით და როგორც გენიალური ნოდარ დუმბაძე იტყოდა ადამიანებო, გვიყვარდეს ერთმანეთი.

უფრო მოტივირებული გავხდი, უფრო შემიყვარდით და უფრო ვეცდები, რომ ადამიანებში სითბოთი დავიმკვიდრო თავი.

მიყვარხართ!

პ.ს. ეს ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება.“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here