როგორ პარტნიორობას უწევს ვერკა ჯაჯანიძეს ჯესპერ ბლექი?

0
1872

მოცეკვავე ვერკა ჯაჯანიძე ცნობილი “ცეკვავენ ვარსკვლავების“ საშუალებით გახდა. მას შემდეგ, ვერკამ ოჯახიც შექმნა და პატარა დემეტრეს დედაც გახდა. ამის მიუხედავად, ის შემოქმედებითად აქტიურად არის დატვირთული. ვერკას “ცეკვავენ ვარსკვლავებში“ პარტნიორობას ჰოლანდიელი ტურისტი, ჯესპერ ბლექი უწევს, რომელიც საქართველოში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორი პარტნიორია ჯესპერ ბლექი, ამის შესახებ ვერკა “მიუზიკ ბოქსს“ ესაუბრა:

– ვერკა, როგორი პარტნიორია ჯასპერ ბლექი?

– დადებითი და კარგი პიროვნებაა ჯესპერი. რაც შეეხება ცეკვას, მისთვის ეს პირველია და შესაბამისად ძალიან ნევრიულობს. ამის მიუხედავად, ძალიან მონდომებულია და ცდილობს კარგად იცეკვოს.

– გამოსდის?

– ძნელი სათქმელია გამოსდის თუ არა, მე 15 წელია ვცეკვავ, მან კი პროექტის გამო სცადა ცეკვა და ერთ კვირაში პროფესიონალი ნამდვილად ვერ გახდება. სიმართლე გითხრათ ცოტა რთულად გამოსდის ეს. აქვე ავღნიშნავ იმას, რომ რეპეტიციაზე უფრო მეტად იხარჯება, რაც სცენაზე ვერ გამოაქვს, რასაც მის დიდ პასუხისმგებლობას და ნერვიულობას ვაბრალებ.

– თქვენი მეუღლე როგორ შეხვდა, თქვენს გვერდით ასეთ სიმპატიურ პარტნიორს?

– არ ეჭვიანობს, არ მაქვს მსგავსი პრობლემა. ძალიან მიწყობს ხელს. ჯესპერი ჩემს ოჯახსაც გავაცანი. ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ჩემი გიჟური რეჟიმის გამო, მასთან ერთად სადმე წასვლას ვერ ვახერხებთ. სტუმრად არის ჩვენს ქვეყანაში ჯესპერი და მინდა როგორც სტუმართმოყვარე ქვეყანა, პატივი ვცეთ. მოვახერხებ ალბათ ამას, სანამ წავა საქართველოდან.

– ცოტა ხნის წინ დაიწერა, რომ ჯესპერი შეყვარებულია, მართალია?

– ეს ჭორი მეც ვნახე და მინდა გითხრათ ტყუილია. ბევრი ვიცინეთ მე და ჯესპერმა ამ სტატიაზე. ის გოგო მისი მეგობარია, რომელიც ჯესპერს ყველაფერში ეხმარება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here