ზაფხულისთვის სახის კანის მომზადება ისაა, რითაც ყველა ქალბატონი გაზაფხულზე აუცილებლად უნდა დაკავდეს, რადგან როცა გარუჯვის პერიოდი მოდის, მნიშვნელოვანია, თქვენი სახის კანი მზის სხივების ზემოქმედებას მომზადებული შეხვდეს.
კლინიკა „გენეზისის“ ექიმი-კოსმეტოლოგი ნინო ფირცხალაიშვილი გვირჩევს, როგორ მოვუაროთ სახის კანს, როგორც სპეციალისტის ჩარევით, ასევე მის გარეშე.
ნინო ფირცხალაიშვილი:
სახის კანი ზაფხულისთვის აუხილებლად გაზაფხულიდან უნდა მოამზადოთ. ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას მასზე, ამიტომ ერთი თვით ადრე მაინც, სანამ დასასვენებლად წასვლას გადაწყვეტთ და ზოგადად, უმჯობესია, ეს პროცედურა გაზაფხულზე ჩაიტაროთ, კანი მოამზადეთ გარუჯვისთვის. ის უნდა იყოს დატენიანებული და გამოკვებილი ვიტამინებითა თუ ჰიალურონით.
რასაკვირველია, როცა კანის გარუჯვაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ 9-დან 12 საათამდე პერიოდს და ასევე დროს საღამოს 5 საათიდან, ვინაიდან ამ დროს მიღებული რუჯი მეტ-ნაკლებად სასარგებლოა კანისთვის, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამაღლებს იმუნიტეტს სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლისთვის.
უსაფრთხო გარუჯვის პირობებშიც კი, კანის მომზადება აუცილებელია – ამისთვის არსებობს მსუბუქი პილინგი, მას შემდეგ კი დამატენიანებელი პროცედურები, ღრმა თუ მხოლოდ კანის ზედა შრეებზე მოქმედებისთვის. მე მაინც გირჩევთ, დასასვენებლად გამგზავრების წინ, ერთი თვით ადრე, ღრმა დამატენიანებელ პროცედურას მიმართოთ, ინიექციური ჩარევისას სახის კანის ღრმა შრეებში შედის ჰიალურონის მჟავა, რომელიც აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, ორგანიზმი წყალს უფრო მეტად იკავებს და ნაოჭი აღარ წარმოიქმნება, არსებული ნაოჭი კი ნაკლებად ხილული ხდება, კანი უფრო მკვრივდება, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისას რომ არ გამოიფიტოს. გარუჯვის დროს ჰიალურონიც ადვილად ორთქლდება კანიდან, კანიც ძალიან ადვილად შრება, სწორედ ამის საწინააღმდეგოა დამატენიანებელი პროცედურები. ვრცლად