ნანუკა გოგიჩაიშვილი და ნიკოლოზ ნაყოფია პირველ შვილს ელოდებიან. მოდელმა ეს სიახლე ჟურნალ „ბომონდს“ გააცნო პირველად. გთავაზობთ ამონარიდს მისი ინტერვიუდან.
თქვენი და ნიკოლოზის ქორწინება საზოგადოების დიდი ინტერესის საგანი გახლდათ… სად დაიწყო თქვენი ისტორია?
ყველაფერი დაიწყო 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას… ნიკოლოზს და ნათიას, დედაჩემს, ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობა. ერთმანეტთან ყოველთვის კარგი დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ. მე, ცხადია, არ ვიცნობდი. ნიკოლოზმა 19 დეკემბერს დაიწყო „ზარაფხანაში“ მუშაობა. იგეგმებოდა კომპანიის რეორგანიზაცია, რომელიც მას უნდა განეხორციელებინა. იმ პერიოდში ეძებდნენ „ზარაფხანას“ სახეს და ამ თემაზე ნათიას დაეკონტაქტა, რომ ჩემთან, როგორც მოდელთან, სურდა გასაუბრება. ნათიამ მისცა ჩემი კოორდინატები და შეხვედრაზე შევთანხმდით… როცა შევხვდი, სწორედ იმ წამს, რაღაც მოხდა… შეგრძნება დამრჩა, თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობდი. მისი სახით საოცრად დელიკატური და ზრდილი ადამიანი გავიცანი. ცოტა უცნაურია, მაგრამ ეს პირდაპირ ვუთხარი კიდეც. მართლაც არასდროს შემხვედრია ამდენად გალანტური და თავდაჭერილი ადამიანი. თავად ქმნიდა ამ ამბავს, რომლის მთავარ გმირად მაქცევდა. მოვლენები სწრაფად განვითარდა. მიუხედავად იმისა, რომ საქმიანი ურთიერთობიდან არ გავსულვართ. 19 დეკემბერს ნიკოლოზი რომ გავიცანი, 9 დღეში სხვადასხვა ფერის 7 თაიგული გამომიგზავნა. ახლაც ასეა, საჩუქარს რომ მიკეთებს, აუცილებლად აზრს დებს. ამ თაიგულებში ყველა ფერი იყო თავმოყრილი, რაც ასე იკითხებოდა – ყველაფერი. უცებ, დიდი ტალღით შემოვიდა. ყველაზე მეტად ის მახარებდა, რომ მამასთან ჰქონდა არაჩვეულებრივი ურთიერთობა, ძალიან მეგობრობდნენ, რაც ჩემთვის სტიმული იყო…“
რაც შეეხება ორსულობას, ნანუკა აღნიშნავს, რომ ბავშვის მოლოდინი არაჩვეულებრივი გრძნობაა, თავს არ იზღუდავს და მაქსიმალურად კარგად ატარებს დროს.