როგორ მიულოცეს რუსკა მაყაშვილს დაბადების დღე, ნიჭიერის ჩაწერაზე? (ვიდეო)

0
3012

მსახიობი და “ნიჭიერის“ ჟიურის წევრი, რუსკა მაყაშვილი იუბილარია. ის 29 წლის გახდა. რუსკას „ნიჭიერის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა დღეს სიურპრიზი მოუწყო, გადაცემის ჩაწერაზე მას ფილარმონიის კულისებში, სადღესასწაულო ტორტით დახვდნენ. რუსკასთვის სიურპრიზი მოულოდნელი იყო, სადღესასწაულო ტორტზე მსახიობის სურათი იყო დაპრინტული.

– ძალიან მიყვარს სურპრიზები, ყველაზე მეტად გამიხარდა. ბრჭყვიალებით, ტორტით და შუშხუნებით დამხვდნენ. საერთოდ არ ვაპირებდი დღევანდელი დღის აღნიშვნას, რადგან სამუშაო დღე არის, მაგრამ „ნიჭიერის“ ჯგუფმა იზრუნა ჩემზე და ამით კარგი განწყობა შემიქმნეს.

14872626_10205740290705355_298305191_n

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here