სტეფანე დღეს იუბილარია – მას 37 წელი შეუსრულდა. როგორც პირადად, ასევე სოციალურ ქსელშიც მომღერალი არაერთ მილოცვას იღებს. მიმლოცველთა რიგებს შეუერთდა სოფო ნიჟარაძეც, რომელმაც ფეისბუქზე სტეფანესთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა.
“დღეს ჩემი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეა! მიყვარს ეს დღე განსაკუთრებით, რადგან ამ დღემ ჩვენ გვაჩუქა უნიჭიერესი მუსიკოსი, უსაყვარლესი ადამიანი, პირადად მე კი განუყრელი და ერთგული მეგობარი! ყველაფერი საუკეთესო მინდა შენთვის ბუ, მიყვარხარ უზომოდ! ❤️❤️❤️” – წერს მომღერალი.