რუსეთში მცხოვრები ქართველი ტელეწამყვანი, თინა კანდელაკი იუბილარია. თინას დაბადების დღე არაერთმა ცნობილმა ადამიანმა მიულოცა. მათ შორის იყო რამზან კადიროვი.
“მეგობრებო, დღეს “მატჩტივის” გენერალური პროდუსერის, თინა კანდელაკის დაბადების დღეა. ეს არის ჭკვიანი, ინტელიგენტი და რა თქმა უნდა ძალიან ლამაზი გოგონა. თინა მარტივად წყვეტს ნებისმიერ პრობლემას, მისი შესაძლებლობები უსაზღვროა. მე მიხარია მასთან მეგობრობა, საინტერესოდ ვსაუბრობთ ნებისმიერ აქტუალურ თემაზე. თინა მე შენ გისურვებ ძლიერ ჯანმრთელობას, მუდმივ ახალგაზრდობას, წარმატებებს და სტაბილურობას” – წერს რამზან კადიროვი და ინსტაგრამზე კანდელაკთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
https://www.instagram.com/p/BMqIJrMDstJ/