როგორ მიულოცა ქეთა თოფურიამ საკუთარ თავს დაბადების დღე?!

0
90

ქეთა თოფურია იუბილარია. ქართველი მომღერალი 29-ე დაბადების დღეს აღნიშნავს. ქეთას ინსტაგრამზე მისი ქორწილის ფოტო გამოჩნდა, სადაც მომღრალი მეუღლეს – ლევ გეიხმანს კოცნის. სურათის ქვემოთ კი შემდეგი ტექსტი წერია – მე ბედნიერი დაბადების დღე, ჩვენ კი ბედნიერი 2 წლის თავი.

მოგეხსენებათ, რომ ლევ გეიხმანი და ქეთა თორფურია 2 წლის წინ მომღერლის დაბადების დღეზე დაქორწინდნენ. წყვილს პირველი ქალიშვილი – ოლივია ცოტა ნის წინ ლოს ანჟელესში შეეძინათ. ქეთამ რამდენიმე თვე ამერიკაში გაატარა და ორიოდე კვირის წინ მოსკოვში დაბრუნდა.

ამბობდნენ, რომ ქეთას ორსულობა მომღერალს А’Студио-სთან პრობლემებს შეუქმნიდა, თუმცა პატარა ოლივიასთან ერთად ახალბედა დედიკოს დასვენებას სერიოზული არაფერი მოჰყოლია. ქეთამ რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ მოღვაწეობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძო.