როგორ მიმდინარეობს ევა ბარბაქაძის სარეაბილიტაციო კურსი

0
2307

მსახიობი შორენა ბეგაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, შვილის ახალ ფოტოს აქვეყნებს. სურათი ავერსის კლინიკის აღდგენითი თერაპიის ცენტრშია გადაღებული, ფოტოზე ევა ტრენაჟორებთან დგას, როგორც ჩანს მისი მდგომარეობა ნელ-ნელა უფროდაუფრო უმჯობესდება და ის დამოუკიდებლად ვარჯიშს ეჩვევა.

ევას მდგომარეობის გაუმჯობესებას უამრავი ადამიანი გამოუხმაურა, მათ შორის არიან ცნობილი სახეები, ოჯახის მეგობრები და შორენას გულშემატკივრები. შეგახსენებთ შორენა ბეგაშვილის 14 წლის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე 27 აპრილს საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა, მას მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნებოდა, გაუსაძლისი ტკივილების გამო ევა სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს, სადაც მას არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა. მას შემდეგ ევა რეაბილიტაციის კურსს გადის, მის პროგრესს საზოგადოება თვალყურს პრესის და ფეისბუქის საშუალებით ადევნებს.

ევას ახალი ფოტო სოციალურ ქსელში უკვე ათასობით ადამიანმა ნახა და გულთბილი კომენტარები ამ დრომდე არ წყდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here