6.8 C
Tbilisi
Saturday, November 12, 2022

როგორ იმზადებს საუზმეს ნანუკა ჟორჟოლიანის ვაჟი – „რაღა დამაძინებდა…“

რამდენიმე დღის წინ „ფორტუნას“ საიტთან ნანუკა ჟორჟოლიანისა და საბა კოდუას პირველი საერთო ინტერვიუ შედგა. დედა-შვილის საუბრისას გამოირკვა, რომ საბა უკვე დამოუკიდებელი ადამიანია და საჭმელსაც თავისი ხელით იმზადებს.

ამის დასადასტრუებლად ნანუკამ ახლახან გამოაქვეყნა ფოტო, სადაც საბას მიერ მომზადებული ერბოკვერცხია გადაღებული…

ნანუკა წერს:

„საბამ 9-ზე გაიღვიძა. ადგა, გამოაღო მაცივარი, გამოიღო კვერცხი, კარაქი, მერე გაზი აანთო, გახურებულ ტაფაზე ჯერ კარაქი და მერე კვერცხიც მოათავსა. ჭიქაც გარეცხა და ახლა საუზმეს აპირებს:) სადღაც შუაში ხმამ გამაღვიძა, როგორც კი დამინახა, ჯერ ადრეა, გააგრძელე ძილიო:) რაღა დამაძინებდა:)“

Latest Posts

ბოლო სიახლეები