ჟურნალისტი ეკა ხოფერია ცხოვრებას კიდევ ერთი ახალი საფეხურით იწყებს, ეტაპი ტელევიზიის გარეშე. სპონტანურად არცერთი გადაწყვეტილება არ მიუღია, ასე იყო პოლიტიკური ჟურნალისტიკის დასრულების ეტაპზეც. მას მერე ბევრჯერ ჰქონდა შეთავაზება, თითქოს უფრო ცდუნებაც პოლიტიუკურ ჟურნალისტიკას დაბრუნებოდა, მაგრამ ვერ გადაწყვიტა. სურდა თავისი გადაცემები დაეტოვებინა ისეთებად, როგორებიც იყო. მაგრამ ამასთან პოლიტიკაც აღარ აინტერსებდა. „ეკა ხოფერიას გადაცემა“ ყოველ ოთხშაბათს საღამოს ათზე ტელე მაყურებელს ეკრანებთან აკალათებდა, მშვიდი მონოტონური საუბრის მანერით ესალმებოდა და საინტერესო სტუმრებთან ერთად საინტერესო თემებზე საუბრობდა. სწორედ ამ გადაცემით დაასრულა სატელევიზო კარიერაც დროებით. გადაწყვეტილება რთული იყო, თუმცა, როგორც ინტერვიუდან გავიგეთ, ის თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.