როგორ გაუმკლავდა ირმა სოხაძე მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სექსუალური შევიწროვების მცდელობას

0
1362

ირმა სოხაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, როგორ ცდილობდა რამდენიმე თანამდებობის პირი მის მოხიბვლას. მომღერალი აღნიშნავს, რომ ასეთ დროს ძალიან მაგარი ხდება და პასუხის დაბრუნებაც შეუძლია.

ირმა სოხაძე ამბობს:

„რომ ვთქვა, ჩემთვის არც ერთ კაცს არ შემოუხედავს სხვანაირად-მეთქი, არ დამიჯერებთ. უფრო მეტიც, ყოფილა ორი-სამი შემთხვევა, როცა პოლიტიკოსები და მაღალი თანამდებობის პირები ცდილობდნენ ამას და ის ადამიანები დღემდე არანორმალურები მგონია, იმიტომ, რომ ასე აშკარად გამოხატვა სხვას რას მივაწერო, არ ვიცი. თუმცა, მე ამის არასდროს შემშინებია, ვინც უნდა, ის ყოფილიყო. არ მიფიქრია, რომ ეს იმხელა ძალადობა იყო, რომელსაც მე ვერ გავუმკლავდებოდი.

პირველივე ასეთ ცდაზე აბსოლუტურად უმტკივნეულოდ დამიმთავრებია. ერთი ნახევრად ხუმრობით შევაშინე: შემიძლია, ამის შესახებ გამოვაქვეყნო და იმდენი ადამიანი მენდობა, ყველა დამიჯერებს, როცა მოვყვები თქვენი საქციელის შესახებ-მეთქი.

ასეთ სიტუაციებში ძალიან მაგარი ვხდები. არის ქალების კატეგორია, ვისაც თავის დაცვა არ შეუძლია და ამ ყველაფერს იტანს. ასეთებს ყველა გვერდით უნდა დავუდგეთ. რა ამატანინებს ვინმეს მხრიდან ასეთ საქციელს? თუ ისეთი გიჟია, რომ არ მეშვება, მაშინ მართლა მივიღებდი ზომებს.

მოდი, ქალებო, ნუ შევშინდებით და ისე ვიდგეთ, როგორც გვეკადრება. კაცი ბედავს, გაუვა – კარგია, არ გაუვა – არა უშავს. მაგრამ ქალს თუ კატეგორიულად არ უნდა, მხოლოდ გიჟი თუ გაბედავს მეორედ მსგავსი რამის გაფიქრებას. თუ ასეთი შეგხვდება, უპირველესად, მეუღლეს უნდა უთხრა, როცა მის ზეწოლას დამოუკიდებლად ვერ უმკლავდები. შენ თუ საბაბი არ მიეცი, ისე არავინ შემოგხედავსო, ასეთი აზრიც არსებობს, მაგრამ კარგი რა, ვიცით კაცების ამბავი. იმის გამო, რომ ასე არავინ იფიქროს, ბევრი ქალი ითმენს ამ ყველაფერს, რაც უარესია. ამიტომ მე მათ ქალისთვის შესაფერის სიმაღლეზე დგომისკენ მოვუწოდებ“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here