როგორ გამოიყურებოდნენ ბოლო ზარზე ცნობილი ადამიანები?

0
5924

თბილისის სკოლებში ბოლო ზარი უკვე დაირეკა. წელს სკოლა დაამთავრა ცნობილმა ქართველმა მოდელმა ანა შელიამ. ანას სამოდელო კარიერის გამო, ხშირად უწევდა სკოლის გაცდენა, რადგან სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობდა, თუმცა სწავლის დამთავრებას მშობლიურ სკოლაში, კლასელებთან ერთად შეხვდა. ანა ამჯერად მისაღები გამოცდებისთვის ემზადება.

წელს დაამთავრა სკოლა „იქს ფაქტორის“ კონკურსანტმა, სანდრო კურცხალიძემ. სანდროს გაკვეთილების გაცდენა პროექტის გამო ხშირად უწევდა, ის ბოლო ზარის დარეკვას სკოლაში შეხვდა და გამოცდებიც ჩააბარა. სანდრო საზღვაო აკადემიაში აპირებს ჩაბარებას და სურს მეზღვაური გამოვიდეს.

სკოლა დაამთავრა გუშინ ლალი მოროშკინას უმცროსმა ვაჟმა გიორგი ღოთვაძემ. გიორგის ბოლო ზარზე, სკოლაში დედაც ახლდა. ლალი მოროშკინა მისი ვაჟის გამოსაშვებ საღამოზე, ულამაზეს წითელ კაბაში გამოწყობილი მივიდა და გიორგის კლასელებთან ერთად იზეიმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here