როგორ გამოიყურება ნინი ნებიერიძე ბავშვის გაჩენის შემდეგ – „ისევ წიწკვივით გოგო ხარ…“

0
1923

მოდელი ნინი ნებიერიძე, რომელიც ბიზნესმენ თემურ უგულავას მესამე ცოლია, ახლახან დედა გახდა. ორსულობის პერიოდშიც საკმაოდ გამხდარი იყო და როგორც ახლახან გამოქვეყნებულ ფოტოში ჩანს, ფორმა ძალიან სწრაფადვე აღიდგინა.

მას შემდეგ, რაც გათხოვდა, ნინი საკმაოდ შორსაა პრესისგან. არასდროს ინტერვიუზე არ თანხმდება. მისი ცხოვრების შესახებ მხოლოდ მისივე „ფეისბუქის“ გვერდიდან იგებენ სიახლეებს.

თავის დროზე თემურ უგულავასა და ნინი ნებიერიძის ქორწინება საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობის გამო.

ახლად გამოქვეყნებულ ფოტოზე მისი მეუღლეც ჩანს და ნინი მას სიყვარულს კიდევ ერთხელ უხსნის – „მიყვარს“, აწერია ფოტოს.

ერთ-ერთი კომენტარის ავტორი კი ნინის უწერს:

„რა მალე გახდი)))) ისევ წიწკვივით გოგო ხარ. ფორმაში ხარ, ერთი სიტყვით…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here