ნინა წკრიალაშვილი “გარდერობში“ პიკანტურ თემას შეეჭიდა, რომელსაც ოთხშაბათს ვიხილავთ “მარაოს“ ეთერში. ტელესახე დაინტერესდა, როგორი საცვლები აქვთ ცნობილებს, მათ შორის თამო ვაშალომიძეს, მერსი სულხანიშვილსა და კესარია აბრამიძეს. მათაც დაუნანებლად, ყოველგვარი მორიდების გარეშე დაათვალიერებინეს ნინას საკუთარი გარდერობები ამ კუთხით და თავიანთი საცვლებიც წარუდგინეს.
თამო ვაშალომიძემ თავისი სექსუალური სამოსის წარდგენის შემდეგ, ნინასგან კომპლიმენტი მიიღო, წარმომიდგენია, რა დღეები და ღამეები ელოდება შენს მომავალ მეუღლესო, რაზეც თამომ უპასუხა: “დამიჯერეთ, მაგ საკითხში ბედნიერი იქნება…“
კესარია აბრამიძემ გაამხილა, რომ სექსუალური თამაშებისთვის აქვს ბაჭიისა და ექთნის ფორმები, ხოლო მერსის თქმით, ერთხელ საღამო ქვედა საცვლის გარეშე წაიყვანა…
[fbvideo link=”https://www.facebook.com/maraorustavi2/videos/1209931355698808/” width=”580″ height=”580″ onlyvideo=”1″]