ცნობილი მსახიობი და წამყვანი, რუსკა მაყაშვილი შვილს ელოდება. სანდრო ნიჟარაძისა და რუსკასთვის ეს პირველი შვილი იქნება. რუსკა „იმედს“ ესტუმრა და თავისი პირადი ამბების შესახებ ისაუბრა.
„პირველი თვე საერთოდ არ ვიცოდი, რომ ორსულად ვიყავი. ვიფრინე და ჩამოვედი. მერე გავიგე და ექიმმა მთხოვა, ერთი თვე მაინც ვყოფილიყავი მშვიდად ამდენი ფრენის შემდეგ. ერთი თვე იყო მშვიდი, დიდხანს ვერ გავძელი და ისევ გავვარდი გადაღებებზე, რეპეტიციებზე, სპექტაკლებზე. ავად არ ვარ, ვარ ფეხმძიმედ, ერთადერთი იყო, რომ ორი თვე გაბოროტებული, ცუდი დედაკაცი ვიყავი, მთელი კაცობრიობა მეზიზღებოდა თვენახევრის განმავლობაში… ყველაზე რთული პერიოდია პირველი ტრიმესტრი, მერე უბრუნდები შენს თავს. ვერ ვხვდებოდი, რა მდგომარეობა იყო… სანდრომ ამიტანა და ისევ მიტანს“, განაცხადა მსახიობმა „იმედის“ შოუში სტუმრობისას.ვიდეო