როგორ ეხმაურებიან სოციალურ ქსელში ევროვიზიაზე თაკო გაჩეჩილაძის გამოსვლას?

0
2925

გუშინ „ევროვიზიის“ პირველი ნახევარფინალი გაიმართა, სადაც საქართველოს სახელით, თაკო გაჩეჩილაძემ იმღერა. სამწუხაროდ თაკო, ათეულში ვერ მოხვდა, თუმცა მსმენელს დაუვიწყარი ნომერი შესთავაზა. თაკოს გამოსვლა, სოციალურ ქსელში დიდი განხილვის საგანი გახდა.

სალომე ასათიანი (ჟურნალისტი): “ღლიცინის და მით უმეტეს დაცინვის მიზნით არ ვდებ ამას, ვისაც სად უნდა იქ ილოცოს. მაგრამ რელიგიური კიტჩი, როგორც ჟანრი, მაინტერესებს და მხიბლავს ზოგადად. და ეს მართლა მომეწონა, შესაბამისად. გამიზნული პაროდია რომ იყოს, მთლად შედევრი იქნებოდა. ამ ნომრით მოვიგებდით ევროვიზიას.”

მანიკა ასათიანი (ტელეწამყვანი): “სამარცხვინოა, რომ სიმღერის კონკურსი ჰქვია და მარტო პოლიტიკა განსაზღვრავს ყველაფერს  ❗️ მგონი პროტესტის ნიშნად აღარც უნდა მივიღოთ მონაწილეობა”

ნინი დედალამაზიშვილი (პიარ-მენეჯერი): “ყველა არტისტს თავისი რიტუალი აქვს სცენაზე გასვლის წინ. ვრწმუნდები, რომ ჩვენი საზოგადოება ყოველდღიურად არღვევს ადამიანის უფლებას, მოიქცეს და წამდეს ის რაც უნდა.

მე კიევში ვესწრებოდი ყველა რეპეტიციას, პრესის ოთახში უცხოელი ჟურნალისტების და პროდიუსერების ინტერესი თაკო გაჩეჩილაძის მიმართ იყო ძალიან დიდი.”

უნაკლო შესრულება და ნომერი ✔️

შევესწარი როგორ უხდიდნენ ბოდიშს მონაწილეები, რომლებიც გადავიდნენ შემდეგ ტურში.

გამარჯვებაა წარადგინო შენი ქვეყანა ისე ღირსეულად, როგორც მან შეძლო.

ყველა პრესკონფერენციაზე ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაზე ფიქრობდა.

სუპერ გუნდი, რომელიც მუშაობდა ამ პროექტზე ბრავო თქვენ!!!
მე ვამაყობ შენით Tamara Gachechiladze

პ.ს წარმატებები გამორჩეულ ბიჭს პორტუგალიიდან, რომელიც აღარ მემეტება ამ კონკურსისთვის.

ნინი ბადურაშვილი (მომღერალი): “აი ამიტომ ვამბობ სულ, რომ ეს სიმღერის კონკურსი არ არის!”

სტეფანე მრებრიშვილი (მომღერალი): “თქვენ ევროვიზია ნინიას ბაღი ხომ არ გგონიათ?”

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here