გუშინ ცნობილი პოპ-ვარსკვლავი ჯორჯ მაიკლი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. ჯორჯ მაიკლის უეცარმა სიკვდილმა საზოგადოებას ძალიან დასწყვიტა გული, მათ შორის ცნობილ ადამიანებსაც.
ცნობილი ადამიანები ჯორჯ მაიკლის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.
მაკა ზამბახიძე: თუ ვინმე მდომებია, რომ საქართველოში ჩამოეყვანათ მომღერალი ვარსკვლავი, ეს ყოველთვის George Michael იყო, 😔ეს ოცნება აღარასდროს აღარ ამისრულდება.😥
ნათია ფანჯიკიძე: ოხ, როგორები არიან, ხასხასები და ბრჭყვიალები.
კიდევ მოვლენ ესენი სიმღერის გასაგრძელებლად, ცოტა მერე, როცა სასიმღეროდ უკეთესი მიზეზი გაჩნდება. მანამდე ტურნე აქვთ სხვა პლანეტებზე.
მაიკო კაჭკაჭიშვილი: აქ ვინღა დარჩა? :(((((((
ყველა ნიუანსი დახვეწილი, ყველაზე ბგერა ხარისხიანი, ყველა სიმღერა გემოვნების პიკი :((
საშინლად დამწყდა გული ❤
კახა კუხიანიძე: ძაან გამიტყდა… ყველაზე გემოვნებიანი და კულტურული მომღერალი მოაკლდა სამყაროს! 🙁 R.I.P. GEORGE MICHAEL ❤️
ხატია შამუგია: არადა როგორ ველოდით და იმედი გვქონდა მის კონცერტს დავსწრებოდით თბილისში( ჩემი ბავშვობის სიყვარული.