როგორ ეხმაურებიან ინტერნეტში გურამ კაშიას მიერ LGBT თემის ღია მხარდაჭერას – ტოპკომენტარები

0
1770

ქართველმა ფეხბურთელმა, გურამ კაშიამ ერთ-ერთ თამაშზე LGBT-ს მხარდამჭერი კაპიტნის  სამკლავური მოირგო, რითაც ამ თემს მხარდაჭერა გამოუცხადა. ფოტოს ინტერნეტში გავრცელების შემდეგ სპორტსმენის მიმართ საყვედურიც ისმის და გამხნევებაც.

გთავაზობთ ტოპკომენტარებს:

„არ უნდა გაიკეთოს… ესე ყველამ რომ თვალი დავხუჭოთ და გავატაროთ ყველაფერი, სადამდე მივალთ გიფიქრიათ?! თუ ფეხბურთში დაიწყება გეების პროპაგანდა, მე პირადად არასოდეს აღარ ვუყურებ ფეხბურთს!!!“

„კარგი კაცი“

„სირცხვილი და თავის მოჭრა, არ უნდა გაეკეთებინა, დემონსტრაციული უარი უნდა ეთქვა, თუნდაც კარიერის ფასად დასჯდომოდა, სამწუხაროა ეს ყველაფერი…“

„გამარჯობა გურამ, თუ ეს სამკლაური LGBT საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით გიკეთია და გააზრებულად თანახმა იყავი ამაზე – მადლობა პირადად ჩემგან და იმ უამრავი ადამიანისგან, ვისაც შენს სამშობლოში ფარისეველი და ბანძი „ვაშკაცები“ დევნიან, სცემენ და ავიწროვებენ სქესობრივი ორიენტაციის გამო, ანუ იმის გამო რაც მათ არ აურჩევიათ. (სულ ყველაფერს რომ შევეშვათ) მადლობა. Good job“.

„გურამ, თამაში რომ დამთავრდება, ადექი და ტუალეტში ჩააგდე ეგ გეების სამკლაური…“ ვრცლად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here