როგორ ეხმაურება ქართული შოუბიზნესი ავთო აბესლამიძის “იქს ფაქტორში” გამარჯვებას

0
5728

“იქს ფაქტორის” კიდევ ერთი ყველაზე დაძაბული სეზონი დამთავრდა, გამარჯებული ავთო აბესლამიძე გახდა, რომლის მენტორი ნიკა გვარამია იყო.

ფინალში სულ რეკორდული ხმების რაოდენობა, 244 136 ზარი შემოვიდა. ამ ხმების 49,4% თავად გამარჯვებულს ხვდა წილად.

რა საკვირველია, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა წლევანდელი წლის იქს ფაქტორს. ზოგმა გააკრიტიკა, ზოგმაც კიდე დადებითად შეაფასა.

ნანუკა ჟორჟოლიანი, ერთ-ერთი პირველი მათთაგანი იყო ვინც გამარჯვებულს გამოეხმაურა: “იქს ფაქტორის ფინალი აწი აჭარაში ჩავატაროთ. იმსახურებენ!” როგორც მოგეხსენებათ, კონკურსი შარშან გიორგი ნაკაშიძემ მოიგო, რომელიც ავთოს მსგავსად, ასევე აჭარიდანაა.

ავთო აბესლამიძეს მიულოცა ასევე გამარჯვება შარშანდელი “ნიჭიერის” გამარჯვებულმა ბარბარა სამხარაძემ, როგორც თავად გოგონამ აღნიშნა, მის გამარჯვებაზე მეტად ავთოს გამარჯვება გაუხარდა:

“გენერალური რეპეტიცია იყო… და საგრიმიორო ოთახში შევედი… ჯერ ავთო, რომ დავინახეე იმხელაა ვიკივლეე “დედააააა” გული გავხეთქეე… მერე ფოტოს გადაღება ვთხოვე მინდოდაა მომავალ X factor-თან სამახსოვრო Selfie მქონოდა… ეს რომ ვუთხარი ესე მიპასუხა “მიდი დადე და მომთაგეო” მე ვუთხარი, რომ გაიმარჯვებ მერე დავდებ თან კაი ტექსტსაც დავურთავთქო. ჩემს გამარჯვებამდე და შემდეგაც იმხელა ტკივილი გადავიტანე ჩემს გამარჯვებას ეხლააა ვეგუები… ნუ არ ვიციი ქართველო მაყურებელოოოოო მიყვარხარ… მეამაყებიი დაააა არ ვიციიიი გულით ვამბობ.. ნიკა გვარამია, ჩემს გამარჯვებაზე მეტად ავთოს გამარჯვება გამიხარდა… დაა გილოცავთ ყველას. არ ვიციი… იმდენი ვიტირეეეე აზრებს თავს ვერ ვყრიი. ყველაზეეეე ღირსეული X Factor-ები ყავს გიორგი ნაკაშიძე ავთანდილ აბესლამიძე.”

თუმცა იყვნენ ისეთებიც ვისაც არ გაუხარდა ავთოს გამარჯვება, მაგალითად წლევანდელი “იქს ფაქტორის” მონაწილე გიორგი ჩიქოვანი სწორედ ასე გამოეხმაურა გამარჯვებულს: “ჯობია რო არაფერი დავწერო თორე მინდა რო ვიგინო ბევრი.”

კონკურსის ფინალს გამოეხმაურა გურამ შეროზიაც და აღნიშნა, რომ თუ გყავს რჩეული, უნდა დაურეკო და სხვის იმედად არ დატოვო: “ებიჭო! ის კი არ არის პრობლემა, რომ ავთომ გაიმარჯვა და ცირა ბოლოზე გავიდა (ძაანაც კარგი)… :დ პრობლემაა ის, რომ ეს გაავებული ხალხი მიზეზს არ “მაზავს”, რომ ერთმანეთი არ დაჭამოს. გინდოდა ადამაშვილის გამარჯვება? ჰოდა დაგერეკა შეჩემა! -_- ახლა რომ წიკვინებ და იშლი თმას.
გარშემო მხოლოდ გაავებული ყეფა მესმის კომენტარებში:
– ყრუ ხარ?
– კნაოდა თუ ინგლისურის ფრონანსი
– ეს რომ მოგეწონოს დებილი უნდა იყო და ა.შ. შეიგნეთ, რომ ჩვენ გვაქვს არჩევანის კრიტერიუმების არჩევის თავისუფლება! გვინდა ტემბრი მოგვეწონება, გვინდა მაღლები, გვინდა ქართულები, გვინდა ვიბრაცია და ა.შ. ისწავლეთ განსხვავებული აზრის პატივისცემა, დასტოვეთ უკულტურობა და შეარგეთ ამ ბიჭს გამარჯვება, ვაჰ! :დ ან, ვიმეორებ, აგეღოთ ტელეფონები და დაგერეკათ მისთვის, ვისზეც გული შეგტიოდათ. არ დარეკეთ? ჰოდა ჩაიგდეთ ახლა ხმა და კიდევ, პროტესტი, კრიტიკა და უზრდელობა ნუ გერევათ ერთმანეთში! :))
მშვიდობიანი ღამე, ვულოცავ ავთოს. მეორეხარისხოვანია, მე ვინ მომწონდა. არც იმათ ვერჩი, ვისაც ავთოს ნაცვლად გიგის, ამ დრიმ გოგონების გამარჯვება უნდოდა. აი ეს კივილ-წივილი და ერთმანეთის გინება მკლავს უბრალოდ. :)) სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის.”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here