რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტ სივრცემ სალომე ფილოშვილის სახელი პირველად გაიგო. პანტომიმის თეატრის მსახიობი გადაცემა “დილა მშვიდობისა, საქართველოს” ეთერით, მოსახლეობისთვის ამინდის პროგნოზის გაცნობას აპირებდა. თუმცა მცდელობა მცდელობად დარჩა. ნერვიულობის, უძილობისა თუ დაძაბულობის გამო, მსახიობმა პირდაპირ ეთერში, არ გადავაჭაბებთ, თუ ვიტყვით, რომ მეტყველების უნარი დაკარგა. ეს ყველაფერი კი ქართველ საზოგადოებას უყურადღებოდ არ დარჩენია, რის შედეგადაც სალომეს ვიდეო სოციალურ ქსელში მოხვდა. უამრავი ვარაუდი და შეკითხვა გაჩნდა, იმის შესახებ თუ რა დაემართა მსახიობს. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა კი პასუხების მიღება თავად სალომესგან გადაწყვიტა.
Home Uncategorized როგორ ეხმაურება მსახიობი სალომე ფილოშვილი რუსთავი 2-ის ინტიდენტს და რას პასუხობს ის...