15.8 C
Tbilisi
Friday, September 23, 2022

როგორ დასრულდა გიორგი გოცირიძის ოპერაცია

“კომედი შოუს“ მსახიობი გიორგი გოცირიძე, ამჟამად თურქეთში იმყოფება. მას ფეხზე ოპერაცია ჩაუტარდა. გიორგი თურქეთში დასთან, ანი გოცირიძესთან ერთად გაემგზავრა, როგორც ანიმ „მიუზიკ ბოქსს“ განუცხადა, მსახიობის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მას ჯერ ერთ ეფხზე ჩაუტარდა ოპერაცია, დღეს კი მეორე ფეხზე გაუკეთებენ.

გიორგი გოცირიძე ზაფხულში, ბელიაშვილის ქუჩაზე ავარიაში მოხვდა. ქვეითად მოსიარულე მსახიობს, ავტომობილი დაეჯახა, მან მძიმე დაზიანებები მიიღო ფეხებზე და მუცლის ღრუში.

რამდენიმე კვირის წინ, ცნობილი გახდა, რომ წვივის ძვლების გადანერგვის გარეშე ის ფეხზე გავლას ვერ შეძლებდა. ამიტომ სპეციალური ანგარიშის ნომერი შეიქმნა, მსახიობს მოქალაქეები, ჯანდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია დაეხმარა.

Latest Posts

ბოლო სიახლეები