როგორ დაიკლო თათია სულუაშვილმა 11 კილო?

0
4717

იუმორისტმა თათია სულუაშვილმა თერთმეტი კილო დაიკლო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული და დატვირთული გრაფიკი აქვს, მან მოახერხა ცხოვრების წესის შეცვლა. როგორც ჟურნალ სარკესთან ინტერვიუში განაცხადა, მას პრობლემას სწორედ ასეთი დატვირთული განრიგი უქმნიდა.

” 3-4 თვეში 11 კილო დავიკელი, ოღონდ ყველანაირი დიეტა მოვსპე და ტვინში შევუშვი რომ ის არ არსებობს! დავიწყე სწორი კვება. 4 საათში ერთხელ კალორიებს ვითვლი, მოწესრიგებულად ვიკვებები და ჯანსაღი ფსიქიკით ვარ. საკუთარ თავს არაფერს ვუკრძალავ, უბრალოდ ზუსტად ვიცი, დღეში რამდენი კალორიის მიღება შემიძლია. სწორი კვება ცხოვრების წესად მექცა და ძალიან კმაყოფილი ვარ. იყო პერიოდი, როცა დიეტოლოგსაც მივმართე, მაგრამ დაკარგული კილოგრამები მალევე აღვიდგინე. რეჟიმის გამო ვსუქდებოდი, რადგან დღის განმავლობაში ჭამას ვერ ვასწრებდი. ახლა კი მივხვდი, რომ თუ ფორმაში ყოფნა მინდა, საჭმელი კონტეინერებით უნდა ვატარო, ყოველ ოთხ საათში ვიკვებო, დღის განმავლობაში ორი ლიტრი წყალი მივიღო და საღამოს ნახშირწყლები და ხილი გამოვრიცხო. ღამის 10-11 საათიც რომ იყოს, ცილისა და ბოსტნეულის მიღება შემიძლია. ტკბილეული თუ მომინდება დესერტის სახით ვიღებ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here