19 ნოემბერს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ყაზახეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. საოცარი ატმოსფერო სუფევდა სტადიონზე, საქართველოს ნაკრების გულშემატკივარმა ჰიმნი შეასრულა და ბოლომდე უქომაგა გუნდს. გულშემატკივრობით კმაყოფილი დარჩნენ თავად ფეხბურთელებიც.
მატჩის შემდეგ ქართველი ფეხბურთელები ერთ-ერთ რესტორანში შეიკრიბნენ გამარჯვების აღსანიშნავად. იქ „მაგდა პროჯექტის“ გამოსვლა მიმდინარეობდა. ჯგუფის სოლისტთან, მაგდა ვასაძესთან ერთად, ფეხბურთელმა გიორგი მერებაშვილმა მერაბ სეფაშვილის სიმღერა „გაიღიმეთ“ შეასრულა. გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც მაგდამ თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა.