კიმ კარდაშიანი, ქანიე უესთი, კარა დელევინი, ქეით მოსი, პამელა ანდერსონი და სხვა უამრავი ვარსკვლავი ერთი კამპანიისთვის გაერთიანდნენ – მოდური ბრენდი “Alexander Wang” ათი წლის გახლავთ.
სწორედ ამ საიუბილეო თარიღდან დაკავშირებით ალექსანდერ უონგმა ახალი კამპანია წამოიწყო, რომლის სახელწოდებაც “Alexander Wang x DoSomething” გახლავთ. ინტერნეტში გამოჩნდა ფოტოები, რომლებზეც სელებრითებს ბრენდის მაისურები აცვიათ წარწერით “Do Something”.
ამ დროისთვის ბრენდის იუბილისადმი მიძღვნილ კამპანიაში 38 ვარსკვლავი მონაწილეობს, თუმცა არაა გამორიცხული მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს…