21 იანვარი სოფო ბედიასთვის საიუბილეო თარიღია. მომღერალი 33 წლის გახდა. როგორც მომღერალმა აღნიშნა, დაბადების დღემ ფანტასტიკურად ჩაიარა და ასეთი იუბილე არ ჰქონია.
„სიურპრიზებიც ბევრი იყო და საჩუქრებიც. პირველმა რა თქმა უნდა, მეუღლემ მომილოცა ჩემთვის საყვარელი სუნამოთი და მაჯის საათით. შემდეგ, მეგობრებმა მომიწყეს სიურპრიზი, სახლში დამემალნენ ბუშტებითა და ტორტით. საერთოდ, ძალიან ემოციური ადამიანი ვარ, ყველაფერი ბავშვივით მიხარია და მერიდება“, – აღნიშნა მომღერალმა.
სოფო ბედიამ დაბადების დღე მეგობრულ წრეში , რესტორან „ათინათში“ აღნიშნა. საღამოს ესწრებოდნენ მომღერალი ანრი ჯოხაძე, ზურა ხაჩიძე, სოფოს ძმა ბორის ბედია, დიზაინერი ფატუნა ბუშიჰედი, ჟურნალისტი მაკა რაზმაძე და ბევრი სხვა ცნობადი სახე. მომღერალს შავი მაქმანის დეტალით გაფორმებული წითელი კაბა ეცვა. საღამოს კულმინაცია იყო სოფოსთვის გაკეთებული საჩუქარი აკვარიუმი და თევზები.
შეგახსენებთ, რომ მომღერალი ახალ სიმღერაზე მუშაობს და გულშემატკივრებს მალე გაახარებს.