პარლამენტარი ეკა ბესელია გუშინ იუბილარი იყო. ის 45 წლის გახდა. ეკა ბესელიამ საკუთარი დაბადების დღე საკმაოდ ორიგინალურად, საქმიან გარემოში აღნიშნა. მეგობრები და კოლეგები, ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაპატიჟა, სადაც მათ მისი მონოგრაფიული ნაშრომი წარუდგინა. პარლამენტარი წიგნზე 7 წლის მანძილზე მუშაობდა, სადაც ადამიანების უფლებებზე წერს. ბესელიას დაბადების დღე სოციალურ ქსელში, ექიმმა ნინო კუზანოვამ მიულოცა და ერთობლივი ფოტოებიც გამოაქვეყნა.