როგორ აღმოჩნდა რომან გოცირიძე „MTV“-ის ეთერში ბიონსესთან ერთად

0
3422

„MTV ავსტრალიამ“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც საუბარია ჯეი ზისა და ბიონსეს ტყუპების დაბადების შესახებ. ნიუსის წამყვანი ჰყვება, რომ სანამ მომღერალი და რეპერი ახლად შეძენილი ტყუპების შესახებ დაწერდა, მათ ბიონსეს მამამ დაასწრო, რისთვისაც სოციალურ ქსელებში ცნობილი შემსრულებლების ფანებმა გააკრიტიკეს.

„ემ-თი-ვის“ წამყვანი კი ამბობს: „მამებისთვის ძალიან რთულია „ინსტაგრამზე“ ყოფნა. მათ სურთ იმდენი ლაიქი, რამდენის მოპოვებასაც შეძლებენ“. სწორედ ამ დროს ეკრანზე ჩნდება რომან გოცირიძის ცნობილი სელფი, რომლის გადაღებასაც ის პარლამენტში ცდილობდა.

ამ ვიდეოს თავად პარლამენტარიც გამოეხმაურა და დაწერა:

„ისეთი ამბები ხდება, რომელიც არ ღირსებია საქართველის პარლამენტს. მსოფლიოს ყველა დიდმა საიტმა ხომ გაავრცელა და მილიონობით ნახვა აქვს, აგერ ავსტრალიის MTV-შიც მოვხვდი ბიონსესა და ჯეი-ზის ამბის შემდეგ.

ამათ კიდევ ეგონათ, რომ შავ პიარს მიგორებდნენ:)))“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here