როგორ აღმოჩნდა პროექტში “შენ შეგიძლია ცეკვა” სტას ბონდარენკოს და, სვეტლანა?

0
2571

გუშინ იმედზე გრანდიოზული შოუ „შენ შეგიძლია ცეკვა“ დაიწყო. გადაცემის პირველ ნაწილში ბათუმში ჩატარებული კასტინგის ფრაგმენტები აჩვენეს. ბათუმის შესარჩევ კასტინგზე მონაწილეობა, უკრაინიდან ჩამოსულმა მოცეკვავემ, სერგეი კოჩკოვმა მიიღო. მან ჰიპ-ჰოპი შეასრულა. საცეკვაო ნომრის დასრულების შემდეგ, დუტა სხირტლაძე დაინტერესდა ჰყავდა თუ არა კოჩკოვს მეგობარი გოგონა. აღმოჩნდა რომ მისი რჩეული სტანისლავ ბონდარენკოს და სვეტლანა ბონდარენკოა. სტასის და სცენაზე გამოვიდა, წყვილმა ჟიურის გაუმხილა, რომ საქართველოში ჩამოსვლა, სწორედ სტანისლავ ბონდარენკომ ურჩიათ. „მოსკოვშიც არის მსგავსი პროექტი, მაგრამ იქ ვერ მოვხვდით. შემდეგ ჩემმა ძმამ, სტას ბონდარენკომ გვირჩია საქართველოში ჩამოსვლა და ბათუმში წამოვედით. ჩემთვის სულერთია გადავალ თუ არა ფინალში, ეს მოგზაურობა დაუვიწყარ მოგონებად დაგვრCება“ – განაცხადა სვეტლანა ბონდარენკომ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here