სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” ბარბარე მანტკავა სულ უფრო პოპულარული ხდება. ლამაზმან და განებივრებულ ბარბარეს როლს, მარიშკა ჯავახაძე ასრულებს.
როგორ აღმონჩნდა მარიშკა ჯავახაძე პოლიტიკაში – ამის შესახება მან “თბილისელებთან” ისაუბრა.
“დავამთავრე სახელმწიფო მართვის ფაკულტეტი. ვმუშაობდი პარლამენტში დავით ბაქრაძის თანაშემწედ. სტაჟირება გავიარე “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” და ახლა ერთ-ერთ კერძო კომპანიაში ვიწყებ მუშაობას. გივი თარგამაძე ნათლიაჩემია. ხათუნა გოგორიშვილი დედაჩემის დაქალია, მე თვითონ მიშა მაჭავარიანის შვილის ნათლია ვარ, გიგი უგულავა, გოკა გაბაშვილი და კიდევ ბევრი, ძალიან ახლობლები არიან. 2012 წელს, როდესაც წააგეს გადავწყვიტე, ჩემი თანადგომა გამომეცხადებინა. მივსულიყავი და მეთქვა რამე ხომ არ გჭირდებათ-მეთქი. თუმცა ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდი და ვფიქრობ შეცდომები იყო ” – ამბობს მარიშკა ჯავახაძე.