საქართველოში თეატრალური სანახაობები, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებობდა. რა თქმა უნდა არა ისეთი სახით, როგორითაც დღეს გვევლინება. ეწყობოდა სხვადასხვა შეჯიბრებები, რიტუალები და ყოველივე ეს სანახაობა, შეიცავდა თეატრალურ ელემენტებს. საუკუნეების განმავლობაში ქართული წარმოდგენები, მდიდრდება და იხვეწება. 14 იანვარი ქართული თეატრის დღეა და ამასთან დაკავშირებით, სანდრო ახმეტელის დრამატულ თეატრში საღამო გაიმართა. 2016 წელს სანდრო ახმეტელის დაბადების 130 -ე წლისთავი და ახმეტელის თეატრის დაარსებიდან 35 წელი შესრულდა.
ქართული თეატრის დღის ფარგლებში, მსახიობებს, გია ჯაფარიძესა და ნუგზარ ყურაშვილს, ახმეტელის თეატრის წინ, ვარსკვლავები გაუხსნეს.