10.8 C
Tbilisi
Monday, November 14, 2022

როდის გავა ეთერში „ჩემი ცოლის დაქალები“?

„ჩემი ცოლის დაქალები“ „რუსთავი 2“-ზე მრავალწლიანი ეთერის შემდეგ, ამ არხს დაემშვიდობა. „ფორმულა კრეატივის“ გუნდმა ახალი ტელევიზია  „ფორმულა“ დააფუძნა, რომელიც ეთერში პირველი ოქტომბრიდან გავა.

მაყურებელს აინტერესებს, როდის დაუბრუნდება ეთერს პოპულარული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“.

Fortuna.ge დაუკავშირდა სერიალის პროდიუსერს, ირაკლი საღინაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ ამჟამად ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს და სერიალის ეთერში დაბრუნების ზუსტ თარიღს ვერ გვეტყვის, თუმცა გაგვიმხილა, რომ „ჩცდ“ „ფორმულაზე“ არაუგვიანეს ოქტომბრის ბოლოს გავა.

ირაკლი საღინაძე:

„ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, ჯერ შემოქმედებით ნაწილზე არ გადავსულვართ. გადაღებები არ არის დაწყებული. სერიალის ეთერში გასვლის ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, მაგრამ ოქტომბრის ბოლოს, სავარაუდოდ, „ჩემი ცოლის დაქალები“ ტელეეთერს დაუბრუნდება.

მსახიობები შეიცვლებიან თუ იგივე შემადგენლობა რჩება?

ჯერჯერობით, ამაზეც ვერ გიპასუხებთ. ეტაპობრივად გაგაცნობთ სიახლეებს.

Latest Posts

ბოლო სიახლეები