როდის გახდება Wayne Rooney მესამე შვილის მამა?!

0
17

Wayne Rooney-ს ოჯახში მატებაა – რამდენიმე თვეში ფეხბურთელი და მისი მეუღლე – Coleen Rooney მესამე პატარას მშობლები გახდებიან – Coleen-მა და Wayne-მა სასიხარულო ამბავი თაყვანისმცემლებს სოცილაური ქსელის საშუალებით გაუზიარეს…

“მესამე პატარა გზაშია… ძალიან ბედნიერები ვართ“ – წერია განცხადებაში, ფოტოზე ოჯახი ერთადაა გამოსახული – Wayne-სა და Coleen-ს ხელში უფროსი ბიჭუნები უკავიათ.

შეგახსენებთ, რომ Wayne Rooney-მ და მისმა მეუღლემ ერთმანეთი სკოლაში გაიცნეს, მათი რომანი დიდხანს გაგრძელდა. წყვილმა 7 წლის წინ, 2008-ში იქორწინა. ფეხბურთელსა და ჟურნალისტს ორი ვაჟი ჰყავთ – უფროსი ბიჭუნა, Kai, 2009-ში დაბადა, უმცროსი, Klay Anthony კი 2013 წელს მოევლინა ქვეყანას.
Wayne Rooney family