არცთუ ისე ხშირია შემთხვევა, როცა კომპოზიტორის სიმღერები, წლების განმავლობაში ინარჩუნებს ხალხის ინტერესსა და სიყვარულს, თუმცა მამუკა ჩარკვიანი ყოველთვის ყველასაგან განსხვავებული ემოციით მღეროდა და ეს დღემდე ასეა. პირველად მამის ლექსებზე შექმნილი სიმღერებით წარდგა ფართო მსმენელის წინაშე, თავად სიმღერების დაწერა კი 15 წლის ასაკში დაიწყო. “ჩამოთოვა ისევ” მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია, რომელმაც დროს გაუძლო და წლების შემდეგაც, ქართველ მელომანებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. პირველი სოლოკონცერტი მას 1999 წელს ფილარმონიის სცენაზე ჰქონდა, ახლაც მისი სიმღერები კვლავ გაჟღერდება დიდ საკონცერტო დარბაზში. 30 მარტს ქართული ესტრადის ახალგაზრდა თაობა, მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებიდან ყველასთვის საყვარელ ჰიტებს შეასრულებს.
Home Uncategorized როდის გაიმართება მამუკა ჩარკვიანის კონცერტი და რომელი ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას?