როდის დაიწყება „ჩემი ცოლის დაქალები“ და წავა თუ არა სერიალიდან თინა მახარაძე

0
307

“ჩემი ცოლის დაქალებს“ მაყურებელი მოუთმენლად ელოდება. გადამღები ჯგუფი უკვე მუშაობს და ოქტომბრის პირველ ნახევარში ახალი სეზონის პირველ სერიას ვიხილავთ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერიალში თინა მახარაძისთვის ადგილი აღარ გამოიძებნება.

“ჩემი ცოლის დაქალების“ პროდიუსერ ირაკლი საღინაძეს ამის შესახებაც ვკითხეთ.

ჩვენი სეზონი ოქტომბრის პირველ ნახევარში დაიწყება, ზუსტ თარიღს ჯერჯერობით ვერ დაგისახელებთ.

ამბობდნენ, რომ ამ ზამთარს სერიალი უნდა დასრულებულიყო.

სერიალის დასრულება რეიტინგზეა დამოკიდებული. როდესაც “ჩემი ცოლის დაქალებს“ ვიწყებდით, მხოლოდ სამი სეზონი გვქონდა ჩაფიქრებული, თუმცა პროექტი წარმატებული გამოდგა და გავაგრძელეთ.

ალბათ, იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად საინტერესო ახალ პერსონაჟებს შემოიყვანთ.

რასაკვირველია, მათ შორის ამაზეც, რადგან სიახლე ყოველთვის მუშაობს.

ამბობენ, რომ თინა მახარაძე და მასთან დაკავშირებული რამდენიმე პერსონაჟი ახალ სეზონზე აღარ იქნებიან სერიალში.

ეს არასწორი ინფორმაციაა. თინა რჩება სერიალში. შეიძლება, ახალ სეზონზე რაღაც ხაზი უფრო აქტიური იყოს და მეორე ნაკლებად, მაგრამ არც ერთ პერსონაჟს არ გავაქრობთ.