გიორგი ყიფშიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ მამამისს ზურა ყიფშიძეს ძალიან დაბალი ხელფასი აქვს და უჭირს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის არის მომღერალი რატი დურგლიშვილი, რომელიც კულტურის სფეროში არსებული მდგომარეობით აღშფოთებულია.
– ეს ადამიანები ზრდიან ჩვენს შვილებს და როცა კულტურის სფეროს მოღვაწეები მძიმე მდგომარეობაში არიან, არ მესმის რაზე უნდა ვილაპარაკო. ჩემთვის ყველა ადამიანი დასაფასებელია და ძვირფასი. იმიტომ არსებობს სხვადასხვა პროფესიები, რომ ყველა ადამიანი ერთ ქვაბში არ უნდა მოიხარშოს. მე შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, ყველა ადამიანის შრომა დასაფასებელია. მეც მიწვალია, სტუდენტობის დროს მე და მაიკო ნამცხვრებს ვაბარებდით. ამას იმიტომ კი არ ვაკეთებდით, რომ ოჯახები არ გვარჩენდნენ? იმიტომ ვაკეთებდით ჩვენი ფული რომ გვქონოდა. ქვეყანას სულ 5-6 გენიოსი ყავს და ხელის გულზე უდნა ატარონ“ – განუცხადა “მიუზიკ ბოქსს“ რატი დურგლიშვილმა.