ელტონ ჯონის კონცერტები 16 და 17 სექტემბრის მაგივრად, ისევ „ბლექ სი არენაზე“ 2018 წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს გაიმართება. ამის შესახებ „სოლომ“ და „ისთერნ ფრომოუშენსმა“ ოფიციალურად დღეს განაცხადეს.
შეგახსენებთ, რომ კონცერტების თარიღების შეცვლა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ბენდის გიტარისტს, სამხატვრო ხელმძღვანელსა და ვოკალისტს, დეივი ჯონსთოუნს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა. ის ელტონ ჯონის ბენდში 1972 წლიდან უკრავს და მისი შეცვლა ვერ მოხერხდებოდა.
30 ივნისს და 1-ელ ივლისს კონცერტებზე დასწრებას მსმენელები იმავე ბილეთებიც შეძლებენ, რაც უკვე შეძენილი აქვს, 16 სექტემბრის – 30 ივნისს გადაინაცვლებს, ხოლო 17 სექტემბრის, შესაბამისად, 1-ელ ივლისს. თუკი ვინმეს ბილეთების დაბრუნება მოსეურვება, ამას უპრობლემოდ შეძლებენ 2017 წლის 20 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე. ბილეთების განახლებული თარიღებით შეძენა 20 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.
ელტონ ჯონის მენეჯმენტმა, „სოლომ“ და „ისთერნ ფრომოუშენსმა“ შექმნილი ვითარების გამო ქართველ მსმენელს მოუბოდიშეს.
ნინო მურღულია