Robin Williams-ის თვითმკვლელობა არასწორმა დიაგნოზმა გამოიწვია

0
60

Robin Williams-ის გარდაცვალებას მედიკოსთა მიერ არასწორი დიაგნოზის დასმას აბრალებენ – როგორც ამბობენ, მას მერე, რაც ექიმებმა მსახიობს პარკინსონის დიაგნოზი დაუსვეს, მისი დეპრესია ბევრად დამძიმდა და სწორედ ამან გამოიწვია კომედიების ვარსკვლავის თვითმკვლელობა.

2014 წლის აგვისტოში Robin Williams-ი საკუთარ ოთახში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ახლა კი გაირკვა, რომ პარკინსონის დიაგნოზი სამედიცინო შეცდომას წარმოადგენდა, რეალურად კი Williams-ს ასაკში შესვლასთან ერთად დემენცია ემუქრებოდა, რომელსაც მოხუცთა ჭკუასუსტობასაც კი უწოდებენ. Robin-ი წლების განმავლობაში დეპრესიას ებრძოდა, ბოლო პერიოდში გაფუჭებული ჰქონდა ურთიერთობა მეუღლესთან, რომელმაც სახლი ისე დატოვა, რომ ქმარი არც კი მოინახულა, იმავე შუადღეს კი Robin-ის დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი.

ლეგენდარული მსახიობის, “Mrs. Doubtfire”-ისა და ბევრი სხვა კომედიის ვარსკვლავის გარდაცვალების შემდეგ Williams-ის უფროსმა შვილებმა დედინაცვალი უყურადღებობაში დაადანაშაულეს და გრძელვადიანი სასამართლო პროცესიც წამოიწყეს. დღემდე ითხოვენ, რომ Robin Williams-ის მეუღლე, Susan Schneider-ი ქონების გარეშე დატოვონ.

Robin Williams-ი 1951 წელს დაიბადა, აქტიური სამსახიობო კარიერა 1976 წელს დაიწყო. შეასრულა როლები ისეთ პროექტებში, როგორებიცაა “Mrs. Doubtfire”, “Jumanji”, “World’s Greatest Dad”. მსახიობი წლების განმავლობაში მძიმე დეპრესიით იტანჯებოდა, 11 აგვისტოს, 2014 წელს კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.