რობი უილიამსის კონცერტზე მხოლოდ 500-მდე ბილეთია დარჩენილი

0
21

მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებზე ბილეთები tkt.ge-ს საშუალებით იყიდება. რობი უილიამსის შოუზე, რომელიც 27 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნი ღონისძიებების ფარგლებში, “დინამო არენაზე“ გაიმართება, სულ 500-მდე გასაყიდი ბილეთია დარჩენილი, 20 და 130-ლარიანი. როგორც საიტის გენერალურმა მენეჯერმა, მარიამ მორგოშიამ, “ფორტუნას“ განუცხადა, მეტი ბილეთი გასაყიდად აღარ გამოვა არც რობი უილიამსის კონცერტზე და არც Maroon 5-ის ღონისძიებაზე, რომელიც 7 ივნისს, ბათუმის საოცრებათა პარკში იმართება. რაც შეეხება ამ ჯგუფს, უკვე 20 000 ბილეთია გაყიდული და დარჩენილი 10 000 40-ლარიანი ბილეთი.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს – ამ ხნის განმავლობაში უცხოეთიდან დაახლოებით 5000-მდე ტრანზაქცია განხორციელდა. საიტს ჯერჯერობით არ აქვს მონაცემი, რამდენი ბილეთია შეძენილი, თუმცა მოგვაწოდეს სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით. ყველაზე მეტი ბილეთი აზერბაიჯანიდან შეიძინეს, შემდეგ ადგილზეა გერმანია, მესამე ამერიკის შეერთებული შტატები, მეოთხეზე რუსეთი, მეხუთე – დიდი ბრიტანეთი, შემდეგ მოდის სომხეთი, თურქეთი და უკრაინა.

ასევე ინტერესის საგანია ჯაზფესტივალის ბილეთები, სადაც ქუინსი ჯონსი, ლორენ ჰილი, კრის ბრაუნი და ჯგუფი “პროდიჯი“ ჩამოდიან. ბილეთები ამ ღონისძიებაზე 11 მაისიდან tkt.ge-ზე გაიყიდება, ერთ კონცერტზე დასასწრები ბილეთის საფასური 50 ლარია, სულ თითო ღონისძიებაზე 6000 ბილეთია გათვალისწინებული, ვინაიდან ჯაზფესტივალი ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე ტარდება.

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here