რობი უილიამსის კონცერტზე დასასწრები 8000 ბილეთი 28 წუთში გაიყიდა!..

0
22

რობი უილიამსი თბილისში, “დინამო არენაზე“, თავის ბრწყინვალე შოუს 27 მაისს წარმოადგენს. დღეს დილით, 9 საათზე, tkt-ge-მ ბილეთების გაყიდვა დაიწყო. როგორც კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა გვითხრა, 28 წუთში რეკორდული რაოდენობის ბილეთი გაიყიდა…

მარიამ მორგოშია, tkt.ge-ს გენერალური მენეჯერი:

დღეს დილას სამსახურში, 7 საათზე მოვედით. 8 საათზე დაიწყო ბილეთების გაყიდვა და ჩვენდა გასაკვირად, პირველ 28 წუთში 8000 ბილეთი გაიყიდა. ძალიან დიდი გახლდათ უცხოელების ინტერესი, ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც რობი უილიამსის პოსტერი გავნათავსეთ, საითს უცხოეთიდან დაახლოებით 90 000 ადამიანი ესტუმრა. ისინი ინფორმაციას ეცნობოდნენ ბილეთების შესახებ.

ამ დროისთვის 17 088 ბილეთია გაყიდული. სულ ორგანიზატორმა მოგვაწოდა 34 000 ბილეთი, მაგრამ თუ ასეთი ტემპით წავიდა გაყიდვა, ვეჭვობ, საღამომდე არც ერთი აღარ იქნება (იღიმის).

ორგანიზატორმა ბილეთები დაიტოვა თუ მთლიანად გადმოგცათ?

ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით, ჩვენ რაც გადმოგვცეს, იმას ვყიდით.

ბილეთების ფასები კიდევ ერთხელ შევახსენოთ მკითხველს…

34 000 ბილეთიდან 15 000-მდე არის ფეხზე დასადგომი, დანარჩენი – დასაჯდომი. ყველაზე იაფიანი გახლავთ 20-ლარიანი ბილეთები, რომლებიც ჯერჯერობით არის ხელმისაწვდომი. 90-ლარიანი ბილეთები “ოქროს ზონაში“, დასადგომ ადგილებს ვგულისხმობთ, მცირე რაოდენობითაა დარჩენილი. 30-ლარიანი ზონაც გვაქვს, ფეხზე დასადგომად, ეს ბილეთები ხელმისაწვდომია ჯერჯერობით. ვიაიპი-ზონა, 130-ლარიანი ბილეთებიდან ასევე დარჩენილია გარკვეული ოდენობა.

რას იტყვით ტექნიკურ ხარვეზებზე? რამდენი ადამიანი წერდა სოციალურ ქსელში, რომ გაუჭირდათ ბილეთის შეძენა.

14 000 მომხამრებლიდან მხოლოდ 4 ადამიანს შეექმნა ასეთი პრობლემა. მოგვწერეს და ეგრევე გამოავსწორეთ. ერთგან მაილზე იყო მცირედი შეფერხება, რაც ასევე გამოვასწორეთ. სერიოზული პრობლემა მომხმარებელს არ შეექმნება. ჩვენ გვაქვს ასეთ მოთხოვნასთან გამკლავების ტექნიკური რესურსი, ვინაიდან ვმუშაობთ “მაიკროსოფტისა“ და “აიქლაუდის“ ინფრასტრუქტურაზე და ვიყენებთ ისეთ უახლეს ტექნოლოგიებს, რომლითაც სარგებლობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საიტი ამ მხრივ ticketmaster.

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here