რობი უილიამსი თაყვანისმცემლებს ატყობინებს, რომ შემდეგი კონცერტი საქართველოში აქვს

0
19

რობი უილიამსის ოფიციალურ საიტზე უკვე გამოჩნდა ინფორმაცია მისი თბილისური კონცერტის შესახებ. “რობის შემდეგი ლაივი საქართველოში იქნება, სადაც ის პირველად მიემგზავრება, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგ თვეს.

27 მაისს ის “დინამო არენაზე“ წარდგება საკუთარი ცნობილი ჰიტების შესასრულებლად, გასული წლის ტურნედან სახელწოდებით “Let Me Entertain You“.

რობის შოუ იქნება ერთ-ერთი იმ უამრავი ღონისძიებიდან, რომელიც საქართველოს დედაქალაქში და მთლიანად ქვეყანაშია დაგეგმილი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ 15 აპრილიდან საიტზე tkt.ge – ნათქვამია განცხადებაში.

Robbie Williams georgia

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here