რობერტ სტურუა ახალ სპექტაკლზე მუშაობს – “სადღაც, ცისარტყელას მიღმა”

0
2294

ცხოვრება თავისი ყველა გამოვლინებით ცდილობს შეცვალოს ადამიანების ბედი და მათი ურთიერთობა – პოლიტიკით, ფორმალიზმით, ბოლოს და ბოლოს სიძულვილითაც კი, რითაც გაჯერებულია თანამედროვე სამყარო; მაგრამ, როცა ღვთაებრივი შემთხვევითობის წყალობით ერთმანეთს ამ ყველაფრისგან თავისუფალი ადამიანები ხვდებიან, იქ წინასწარ განსაჭვრეტი დრამატურგიაც უძლურია. ლაშა თაბუკაშვილის პიესაზე “სადღაც, ცისარტყელას მიღმა“ რუსთაველის თეატრში, რობერტ სტურუა ორმოქმედებიან სპექტაკლს დგამს. რეჟისორის კიდევ ერთ შედევრს მაყურებელი რუსთაველის თეატრში 19, 22 და 23 იანვარს იხილავს.