რობერტ პატინსონი და FKA Twigs დაშორდნენ?!

0
67

ბოლო პერიოდში ტაბლოიდები რობერტ პატინსონსა და მის საცოლეს FKA Twigs-ს დიდ ყურადღებას უთმობენ, ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ მედიაში აქტიურად საუბრობენ წყვილის დშორების შესახებ, ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ვარსკვლავების ნიშნობა, რომელიც სექტემბერში უნდა შემდგარიყო, გაურკვეველი მიზეზებით და გაურკვევლი ვადით გადაიდო.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რობერტი და ბრიტანელი მუსიკოსი ერთმანეთს შორდებიან, თუმცა როგორც ერთ-ერთი ინტერნეტგამოცემა იუწყება პატინსონსა და FKA Twigs-ს ურთიერთობაში ყველაფერი რიგზე აქვთ და მალე მათ ნიშნობასაც ვიხილავთ.

ამ უკანასკნელის ჩაშლის მიზეზად რობერტის საქმიანობა სახელდება. მედიის ცნობით მსახიობი ახლა ახალი ფილმის “The Lost City of Z”-ის გადაღებებით არის დაკავებული და პირადი ცხოვრებისთვის დრო არ რჩება. ნამუშევარზე მუშაობა სულ რამდენიმე კვირაა რაც დაიწყო, შესაბამისად ახლო მომავალში გადაღებების დასრულებას არ უნდა ველოდოთ. სურათი ეკრანებზე 2016 წელს გამოვა, გამოცემები კი იმედოვნებენ, რომ წყვილის ნიშნობა ფილმის პრემიერამდე შედგება…