რითი აპირებს ფულის შოვნას კეიტლინ ჯენერი?!

0
72

“Keeping Up with the Kardashians”-ის შემდეგ რეალითი შოუს მოყვარულები ახალი პროექტის მოლოდინში არიან. “I Am Cait” – ამ სახელწოდებით გადის ეთერში შოუ, რომლის მთავარი გმირიც კარდაშიან-ჯენერების სქესშეცვილი მამიკო – კეიტლინ ჯენერია. ამჯერად უკვე ქალბატონი გამოტყდა, რომ მალე ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებში თავის ტურნეს დაიწყებს და სხვადასხვა ქალაქებში საზოგადოებასთან შეხვედრებსაც გამართავს. მოგვიანებით ჯენერმა ისიც ახსენა, რომ უკვე მისი ავტობიოგრაფიული წიგნიც სრულდება, რომელიც მისსავე მემუარებზეა დაფუძნებული.

კეიტლინის ტურის ბილეთების ნაწილი უკვე გაყიდულია. რეალითი შოუს ვარსკვლავთან შეხვედრებზე დასასწრები ბილეთის ღირებულება 40-დან 250 დოლარამდე მერყეობს. იმ შემთხვევაში, თუ მსურველი ვიპ პაკეტში 500 დოლარს გადაიხდის, შოუს შემდეგ მას კეიტლინის პირადად გაცნობის და მასთან გასაუბრების საშუალებაც ეძლევა. ვერაფერს იტყვი. კარდაშიანების წარმომადგენლებმა ფულის კეთება კარგად იციან.

კეტლინ ჯენერის ტურნეს თემატიკა, ბოლო თვეების განმავლობაში მის მიერ გამოვლილი ტრანსფორმაციაა, რისი საშუალებითაც ჯენერი საზოგადოების გათვითცნობიერებას და მისივე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დახმარებას აპირებს. რა თქმა უნდა ტურნე მთლიანად ფირზე აღიბეჭდება და მომავალში კრებულის სახით გაიყიდება.